UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ესტუმრა პოდკასტს Fight Back, რომელშიც ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის სამშობლოზე, რუსეთთან ომსა და იოსებ სტალინზეც კი.
“საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ქრისტიანული ქვეყანაა, თუმცა გვყავს მუსლიმებიც, ებრაელებიც, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. საქართველოში ყველა ცხოვრობს ერთად, არ ჩხუბობენ ერთმანეთში, არანაირი დრამა არ არის. 1991 წელს ომი გვქონდა. ხალხმა დაკარგა სამსახურები, შუქი და გაზი არ გვქონდა.
ქართველები გამძლე ხალხი ვართ. ომის შემდეგ ე.წ. "მაფია" ჩამოყალიბდა. ჩვენ მაგას ვეძახით სხვა რაღაცას, თუმცა თქვენთვის ასე უფრო გასაგები იქნება. ყველას უნდოდა განგსტერობა, მათ შორის მეც. თუ გინდოდა შენი ოჯახის დაცვა, უნდა ყოფილიყავი განგსტერი, რომ პატივისცემა დაგემსახურებინა. ასეთ დროს იცვლება მენტალობა, ქუჩის წესებით ცხოვრება გიწევს.
ასეთი რეალობა იყო. 1991 წელს აფხაზეთი წაგვართვეს. 2008-ში კი - ოსეთი. უამრავმა ადამიანმა სახლი დაკარგა. ბევრი დაიღუპა დაბომბვის დროს. ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ბევრმა არც იცის ამ ომის შესახებ, რადგან ცოტა ხანს გაგრძელდა. ჩემი უფროსი ძმები ჯარს შეუერთდნენ. მადლობა ღმერთს, რომ მათ არაფერი მოუვიდათ.
მყავს ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც დაიღუპნენ. აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობა ჩვენი მტერია და როდესაც გიწევს ბრძოლა ვინმესთან, ვინც წარმოადგენს ამ მტერს, განსაკუთრებით გინდა, რომ მოიგო. სტალინი? ცუდი კაცი იყო! საერთოდ არ გვიყვარს. არც ვიცი, ქართველად თუ ჩავთვლიდი.
დიახ, საქართველოში დაიბადა, მერე ბავშვობაში საცხოვრებლად სხვაგან წავიდა. მან საქართველო გაანადგურა! საზიზღარი ადამიანი იყო. ახლაც, ამას რომ ვამბობ, არსებობენ ერთეული ადამიანები, რომელთაც ეწყინება ეს, მაგრამ ჩვენ სტალინი გვძულს. ის დიქტატორი იყო", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.