მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი HYPE Global Reality-ს ახალ სეზონში მწვრთნელები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ეს არის The Ultimate Fighter-ის რუსული ანალოგი, რომელშიც დამწყები მებრძოლები იყოფიან ორ გუნდად და ავლენენ საუკეთესოს ვინაობას, ვარსკვლავური მენტორების ხელმძღვანელობით.
აღნიშნულ პროექტში მწვრთნელების ამპლუაში მონაწილეობას ხამზატ ჩიმაევი და არმან ცარუკიანიც იღებდნენ. თავად ქართველ ჩემპიონს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ პროექტის პოსტერი მის ინსტაგრამ გვერდზე დევს. პროექტის სხვა დეტალები ცნობილი ჯერჯერობით არ არის.
შეგახსენებთ, რომ "მანქანა" და რუსი მებრძოლი ოქტაგონში ერთმანეთს 2023 წლის მარტში შეხვდნენ. ის ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დვალიშვილმა მოიგო.