დუდა სანაძე: სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატად

მატჩის შემდეგ, LaGazzetta.ge-სთან დუდა სანაძემ ისაუბრა:
- სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატად, ძალიან რთული თამაში იყო, ძალიან დაძაბული, ბოლო მომენტში კამარა დაგვაკლდა, რამაც ძალიან იმოქმედა. მადლობა გულშემატკივარს და ჩვენ ბიჭებს რომ ეს თამაში მოვიგეთ და სიხარული ვაჩუქეთ ქართველ გულშემატკივარს.
- გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდე…
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გუნდმა საბოლოოდ გაიმარჯვა და მოვიპოვეთ ევრობასკეტის საგზური. მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და წარმატება ჩვენ გუნდს ევრობასკეტზე.










