ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივი იბერია დინამო ბათუმს დაუპირისპირდა.
მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი წიტაიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც ბათუმს მე-13 წუთზე ვიქტორი გაუძევეს და მასპინძლების მდგომარეობა დამძიმდა. მეორე ტაიმის სტარტზე სილამ ანგარიში გაათანაბრა.
67-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა აჭარლები კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა - 89-ე და 92-ე წუთებზე იბერიამ 2 გოლი გაიტანა და 2:3 გაიმარჯვა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტორპედომაც. ქუთაისელებმა კოლხეთი სტუმრად მარტივად, 2:5 დაამარცხეს. იქამდე კი გაგრამ თელავს 2:0 სძლია.
ტური სამგურალისა და სამტრედიას მატჩით გაიხსნა, სადაც სამგურალმა 4:0 გაიმარჯვა. გამორჩეული იყო დილასა და დინამოს მატჩიც. გორელებმა დრამეს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მატჩი 2:1 მოიგეს.