დოპინგ სკანდალი ჩოგბურთში — იანიკ სინერი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

23 წლის იტალიელი ჩოგბურთელის ორგანიზმში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტომ აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინა და 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩოგბურთელის ორგანიზმში მოხვედრილ აკრძალულ პრეპარატს მის ფიზიკურ კონდიციაზე დადებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც შემამსუბუქებელი გარემოებაა და სინერი მხოლოდ 3 თვით დასაჯეს.
იანიკ სინერს კარიერაში 3 გრანდ სლემი აქვს მოპოვებული — ის ჩემპიონი ორჯერ ავსტრალიაში (2024, 2025 წელი), ხოლო ერთხელ ამერიკაში (2024 წელი) გახდა. მისი დისკვალიფიკაცია 9 თებერვალს დაიწყო და 4 მაისს დასრულდება. წლის მეორე გრადნ სლემი, როლან გაროსი კი 19 მაისს აიღებს სტარტს და მასში მონაწილეობას იტალიელი ჩოგბურთელიც მიიღებს.








