საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში ზურიკო დავითაშვილმა ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდს, პსჟ-ს ჯარიმა გაუტანა, თუმცა მისი სტ.ეტიენი 2:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი დავითაშვილმა გააკეთა და თავისი გოლი აღწერა.
"კარგი გოლი იყო. დარტყმა ისე მსურდა, როგორც ჩვეულებრივ ვურტყამ ხოლმე, თუმცა დონარუმა რომ დავინახე, ძალიან კუთხეში იდგა და გადავწყვიტე, ჯარიმა ასეთ სტილში შემესრულებინა.
წავაგეთ, თუმცა პსჟ-სთან გამართულმა ამ კარგმა მატჩმა მოგვცა რწმენა, რომ შემდეგ შეხვედრებში წარმატებას მივაღწიოთ. მნიშვნელოვანი თამაშები გველის და გამარჯვება გვჭირდება.
გოლის აღნიშვნა? - ის ჩემს მეუღლეს მივუძღვენი, რომელიც ტრიბუნაზე იყო. იმედია, ბევრ გოლს გავიტან და სხვადასხვა აღნიშვნებს შემოგთავაზებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.