UFC-ის 303-ე ღონისძიებაზე რომან დოლიძე ენტონი სმიტს შეხვდა, რომელიც მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველი მებრძოლი დომინირებდა სამივე რაუნდის განმავლობაში, რის შედეგადაც მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ "კავკასიელმა" ბრძოლა ქვემძიმე წონით კატეგორიაში ჩაატარა, რაც 2021 წლის შემდეგ, პირველად მოხდა. დოლიძე ამჟამად არის ორივე წონითი დივიზიონის ათეულში, როგორც ქვემძიმეში, ისე საშუალოშიც.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველმა ხამზატ ჩიმაევს გამოჯანმრთელება უსურვა და მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ეს იყო რომანის საიუბილეო, მე-10 ბრძოლა, ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში. მის ანგარიშზეა 7 მოგება და 3 წაგება.