კევინ ჰოლანდის დამარცხების შემდეგ, რომან დოლიძემ კომენტარი გააკეთა. საშუალო წონითი დივიზიონის მეათე ნომერმა აღნიშნა, რომ შემდეგი ბრძოლის გამართვა მას რობერტ უიტეკერსა და ხამზატ ჩიმაევს შორის მოგებულთან სურს. რაც შეეხება თარიღს, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე გამოსასვლელად დეკემბერშიც მზად იქნება.
"ვფიქრობ, ამ დივიზიონის ტოპ მებრძოლი ვარ. შემდეგი ბრძოლა უიტეკერსა და ჩიმაევს შორის გამარჯვებულთან მინდა. ორივე დიდებულია, თუმცა ვიცი, თუ რომელი წააგებს მათ შორის. შემდეგი ბრძოლის გამართვა დეკემბერში მსურს. არ ვიცი, როგორ გააკეთებთ ამას, მაგრამ მე დაბრუნება მინდა", - განაცხადა "კავკასიელმა".
შეგახსენებთ, რომ UFC-ში გადასვლის შემდეგ, 36 წლის მებრძოლმა ჩაატარა 11 ბრძოლა, აქედან რვაში მოიპოვა გამარჯვება, სამჯერ კი მარცხი განიცადა. დოლიძეს ბრძოლები გაუმართავს როგორც საშუალო, ისე ქვემძიმე წონით დივიზიონშიც.