დღეს, დინამო თბილისის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისისა და აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდნენ.
აიაქსის მხრიდან ისეთი დიდი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ, როგორებიც კლარენს ზეედორფი, ძმები დე ბურები, რაიან ბაბელი და სხვები არიან.
დინამო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩი იხილა და ჯამში 7 გოლი გავიდა.
პირველი ნახევარი მასტერდამელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ნახევარი კი მთლიანად დინამოს უპირატესობით წარიმართა.
სხვაობა გიორგი დემეტრაძემ შეამცირა, ერთი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, ჰეთ-თრიკის ავტორი კი გიორგი მერებაშვილი გახდა და დინამომ 5:2 გაიმარჯვა.








