ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ ფრთხილი იყო და რეალური მომენტები არცერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმი გააქტიურდა, რის შედეგადაც, იმრანის გადაცემით ანგარიში მაირედესმა გახსნა.
მეორე ნახევარი ბევრად სანახაობრივი გამოდგა და მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თუმცა ბათუმმა მიზანს მიაღწია, გოლი არ გაუშვა, 1:0 მოიგო და ცხრილში კვლავ გალიდერდა.











