La Gazzetta dello Sport Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის დინამო მოლაპარაკებებს აწარმოებს ფერდინანდ ფელდჰოფერთან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართული კლუბი დატოვა ანდრეს კარასკომ, რის შემდეგაც დინამო ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა.
არჩევანი შეჩერდა ფელდჰოფერზე. ის მუშაობდა ვენის რაპიდში, ვოლფსბერგერსა და ლაფნიცში. 44 წლის მწვრთნელი ვოლფსბერგერთან ერთად გავიდა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში, სადაც მისმა გუნდმა ტოტენჰემის წინააღმდეგ ითამაშა.
ამ დროისთვის, ფელდჰოფერისა და დინამოს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.