კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დინამო თბილისი და მორნარ ბარი დაუპირისპირდნენ.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა მონტენეგროში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
განმეორებითი შეხვედრა თბილისში შედგა, დინამოს საქმე მაშინ გართულდა, როცა მე-20 წუთზე უგრეხელიძე მოედნიდან გააძევეს.
ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში დინამო მაინც დაწინაურდა. ანგარიში ვახტანგ სალიამ გახსნა. განსხვავებული იყო მეორე ნახევარი.
10 კაცით ყოფნა დინამოელებს მაინც შეეტყოთ, გოლი გაუშვეს და წინ გასვლა ვეღარ მოახერხეს. შეხვედრა 1:1 დასრულდა და ამით დინამოსთვის წლევანდელი ევროტურნირები დასრულდა.