ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის ახალგაზრდული გუნდი დინამო მინსკის ახალგაზრდებს დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, ორივე შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. პირველი მატჩი მინსკის გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
განმეორებითი შეხვედრა კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თბილისელები 3:0 იგებდნენ, თუმცა მეტოქემ ორი გოლის გატანა შეძლო და პენალტების სერია დაინიშნა.
მატჩის გმირი დინამო თბილისის მეკარე მათე ჭელიძე გახდა, რომელმაც 4 პენალტიდან 3 მოიგერია და დინამო შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სადაც მეტოქე დანიური კოპენჰაგენი იქნება.











