ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისმა გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა და მონტენეგროს წამომადგენელ ბუდუჩნოსტთან დამარცხდა.
ამ გუნდების პირველი მატჩი თბილისში შედგა, სადაც ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დინამოელებმა 3:2 მოიგეს და მონტენეგროში უპირატესობით ჩავიდნენ.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზედიზედ 2 გოლი პირველივე წუთებზე გაუშვეს და თამაშში დაბრუნება გაუჭირდათ.
საბოლოოდ, განმეორებით მატჩი ბუდუჩნოსტმა 4:1 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.