22 წლის ფეხბურთელი გიორგი მაისურაძე კარიერას უკრაინულ ჟიტომირში გააგრძელებს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა.
მაისურაძე 23 მაისს დინამო ბათუმის წინააღმდეგ თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ახალ გუნდს შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მარჯვენა მცველს დინამოს მაისურით 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
მოგეხსენებათ, ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მიიღებს დინამო თბილისი მაისურაძის სანაცვლოდ.