ტურინის იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ ისაუბრა ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. მან აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა ქართველ ვინგერს "ბებერ ქალბატონში". შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მოახლოებულ ტურში იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი სწორედ "პარტენოპეის" დაუპირისპირდება.
"როგორც იუვენტუსის გულშემატკივარს, მაშფოთებს ის, რასაც კონტე ნაპოლიში აკეთებს. გუნდი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა და სწორ გზასაც დააგდა. რომელ მოთამაშეს მოვიპარავდი "პარტენოპეის" ძირითადი შემადგენლობიდან? - კვარაცხელიას! ის ძალიან მომწონს. ტურინში ის არაჩვეულებრივ რაღაცებს გააკეთებდა.
კარგი ფეხბურთელია ლუკაკუც, რომელსაც მარტოს შეუძლია ბალანსის შეცვლა. შემთხვევითი არ არის, რომ ანტონიო მის ნებისმიერ ფასად დამატებას ითხოვდა. "ბებერმა ქალბატონმა" ძალიან უნდა მოინდომოს იმისთვის, რომ სამხრეთელებს მოუგოს", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა პრეზიდენტმა.