ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე მადრიდის რეალს შეუერთდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და 14 აგვისტოს გასამართი სუპერთასის მატჩისთვის ემზადება.
ანჩელოტის მთავარი მოთხოვნაა, რომ მბაპე ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს, ამიტომ კილიანი ე.წ. "კრიშტიანოს მეთოდით" ვარჯიშობს.
სპეციალური სავარჯიშო პროცესის იდეოლოგია რონალდუმ რეალში ყოფნის დროს დანერგა და დღემდე აქტიუალურია. ის მოიცავს ფიზიკურად სწორად მომზადებას, სწორ კვებას, ვარჯიშს და პროფესიონალზმის ტემპის შენარჩუნებას.
ყოველდღე არის სპეციალური გრაფიკი, რომელიც რონალდუს შედგენილია და კლუბის ფიზიოთერაპევტის დახმარებით, მბაპე და ბელინგემი ამ გრაფიკს მიჰყვებიან.
ასე მაგალითად, რონალდუს გრაფიკში წერია, რომ გადატვირთული ვარჯიშების შემდეგ, ფეხბურთელმა დღეში 5-ჯერ უნდა დაიძინოს და თითქმის ყოველდღე მიიღოს თევზეულობა. კვირაში რამდენჯერმე კი რონალდუს გრაფიკში ცურვის კურსებიცაა ჩაწერილი.
შეიძლება ეს მაგალითები ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რონალდუ ამ მეთოდებს წლები იყენებდა და დღეს, 40 წლის ასაკშიც შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია.