ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გავიდა ა.ა.ი.პ კავშირი "საფეხბურთო კლუბი სამტრედია", რომელმაც სააქციო საზოგადოება "საფეხბურთო კლუბ სამტრედიასთან" გაფორმებული სპორტული და სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.
საფეხბურთო კლუბი იბერია 1999, საფეხბურთო კლუბი სამტრედია და 7X7 ფეხბურთის ასოციაცია გახდნენ სფფ-ის წევრები.
სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული კიბერ სპორტის ფედერაცია.
დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი.
ლევან კობიაშვილმა სიტყვა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლითა და მილოცვით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2022 წელს წარდგენილი ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის თანახმად, ეროვნული ნაკრების წარმატება ყველა რგოლის სწორი მუშაობისა და განვითარებული სპორტული ეკოსისტემის შედეგია, რაც მოიცავს დიდ ტექნიკურ განახლებას, სპორტული სისტემის მოწესრიგებას და დიდი ტურნირების მასპინძლობით დაგროვებულ გამოცდილებას. ხაზი გაესვა ეროვნული გუნდების ახალი იდენტობის შექმნის მნიშვნელობას, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე, ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და საგანმანათლებლო აქტივობებზე, მათ შორის მწვრთნელთა განათლების პროგრამაზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლიერება გამოთქვა UEFA-ს, FIFA-სა და სახელმწიფოს მიმართ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.









