ოფიციალურ ფანშოპში გულშემატკივარს, ნაკრების ფორმის, საგულშემატკივრო მაისურების, ქუდების, დროშებისა და სხვადასხვა საგულშემატკივრო აქსესუარის ყიდვა შეუძლია. განახლებულ კოლექციაში გათვალისწინებულია ბავშვის ზომებიც.
ოფიციალური მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა:
"დღეიდან ოფიციალური მაღაზია ყველა გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა ონლაინ ფანშოპი და თავად გულშემატკივრების სურვილი იყო ფიზიკური სივრცის მოწყობა, სადაც შეეძლებათ შესაბამისი მაისურებისა და აქსესუარების შეძენა. ძალიან გვიხარია, რომ ფანშოპი გაიხსნა, მაღაზია მიხეილ მესხის სტადიონთან მდებარეობს და ეს ყველასთვის მისაღები ლოკაციაა. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სტადიონზე გულშემატკივრებს ნაკრების მაისურები აცვიათ და სტადიონზე ატრიბუტიკით მოდიან, რაც ძალიან გვახარებს," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მაღაზია ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.









