რამაზ სვანაძის გუნდი, U21 ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 10 ქულა აქვს.
საქართველო - ყაზახეთის მატჩი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.








