დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შვედურ მალმიოსა და იბერიას შორის.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი თბილისში შედგება და შვედების გამარჯვებით 1:3 დასრულდა, თუმცა იბერიას მწვრთნელები და ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და თვლიან, რომ მათ შვედეთში დიდი სენსაციის დაფიქსირება შეუძლიათ.
პირველ მატჩში ლევან კორღალიძემ შედარებით ფრთხილი ტაქტიკა არჩია, განმეორებით მატჩში კი შედარებით შემტევ იბერიას უნდა ველოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 3 ბურთი გაუშვა, რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა და შეიძლებოდა, ტაბლოზე სხვა ანგარიში დაფიქსირებულიყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში გამართულ მატჩში დასწრების რეკორდი დამყარდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიდან ყველაზე მეტი ხალხი იბერია-მალმიოს დაესწრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ უიქენდზე მალმიომ შვედეთის ჩემპიონატში ითამაშა, იქაც 3:1 მოიგო და განმეორებით მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება.
მალმიო - იბერია
ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი
15 ივლისი, 21:00
ელედა, მალმიო
მთავარი მსაჯი: რომან ლისორგი (საფრანგეთი)
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ზოჰური, გელაშვილი, ჯგერენაია, აგიაკვა, ქარდავა, დადიანი, მამაგეიშვილი, ტაბატაძე, სილაგაძე, რუსევიჩი








