ღონისძიებაზე შეჯამდა გასული წლის პროექტები და გამოვლინდნენ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყველაზე გამორჩეული პროექტის, betlive მასტერ ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები.
საუკეთესოების გამოვლენამდე, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის საინფორმაციო მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა La Gazzetta dello sport Georgia-ს. LaGazzetta.ge-ს ჯილდო 7x7 ფეხბურთის ასოციაცის პრეზიდენტმა, აკაკი ხლაბუსტოვმა SMH Sports-ის სპორტული პროექტების ხელმძღვანელს, გიორგი გორდეზიანს გადასცა.

დღეს ასევე 2025 წლის სეზონში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
betlive მასტერ ლიგის 2025 წლის სეზონი 6 აპრილს, სუპერ თასის ფინალური მატჩით დაიწყება. ერთმანეთს გასული სეზონის თბილისის ჩემპიონი „კავკასიის ავტოიმპორტი“ და საქართველოს betlive Master Cup-ის გამარჯვებული „თბილისის მერია“ დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 7x7 ასოციაციის არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.
სუპერ თასის ფინალის პირდაპირ ეთერში ხილვა betlive მასტერ ლიგის youtube არხზე იქნება შესაძლებელი.








