საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გამართული მატჩი ბრესტსა და პსჟ-ს შორის საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 2:5 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი პარიზელთა შემტევი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
ლუის ენრიკემ ამ მატჩში კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. კვარა 58-ე წუთზე შეცვალეს და 6.4 შეფასება მიიღო. პირველ ნახევარში მას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ 50 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია.