პსჟ-მ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამჯერად მათ რენთან სტუმრად ითამაშეს და მეტოქე მარტივად, 1:4 დაამარცხეს.
მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო უსმან დემბელე, რომელმაც დუბლი შეასრულა და ისტორიული რეკორდიც დაამყარა.
50 წლის შემდეგ, დემბელე გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში კალენდარული წლის პირველ 3 თვეში 20 გოლი გაიტანა. მსგავსი შედეგი ამ საუკუნეშიც არავის დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგი შემტევი 20 გოლთ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.