სპორტის დღესთან დაკავშირებით, დედა ენის პარკში სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეები, შეჯიბრებები და ასევე, ნებისმიერ მსურველს შეეძლო წარმოდგენილ სპორტის სახეობებში ძალების მოსინჯვა.









