“დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.com, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport Georgia, VELI.store, Biblusi • ბიბლუსი.
სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია, - რთული გზისა და გამარჯვებამდე მისული ბრძოლის ამბავს, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი “დედა და ილია” გვიყვება, რომლის ავტორიც გიორგი კეკელიძეა.
წიგნის პრეზენტაცია 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ბიბლუსში - ბუქკაფეში (თბილისი, ა.მიშველაძის #4, ვაკის პარკი) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულისთვის თავისუფალია.
წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეეძლება, ასევე პრეზენტაციაზე.
ბიოგრაფიული ლიტერატურის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.
“დედა და ილია” 3 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა.
წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივილის ნაწილი - ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათიანები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.
ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის, მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი - წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა. თუნდაც ამ გამარჯვებისთვის.“
ინგა ბენდელიანი-თოფურია, წიგნიდან “დედა და ილია”.
პროექტის წარმდგენია - SMH Sports-ი
SMH Sports-ის მხარდაჭერით, აქამდე გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ გამოცემული წიგნების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და გზა წარმატებამდე გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.
SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports -ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.











