საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ლიონსა და სტ.ეტიენს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლიონის გამოცდილმა კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა.
ეს დაპირისპირება ორმაგად საინტერესო იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან ერთმანეთს ზურიკო დავითაშვილი და ჟორჟ მიქაუტაძე დაუპირისპირდნენ.
დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო, ჟორჟი კი მოედანზე მეორე ტაიმის მიწურულს გამოჩნდა.
ამ გამარჯვებით ლიონმა 18 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, სტ.ეტიენი კვლავ გასავარდნ ზონაშია.