საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე დავით ნინიაშვილი ახალ კლუბში ითამაშებს — 22 წლის ფლანგელი სეზონის ბოლოს ლიონს დატოვებს და ფრანგული TOP 14-ის კლუბ ლა როშელში გადაბარგდება.
"დიახ, ის მიდის. ნინიაშვილი ახალ გამოწვევას მიიღებს. ცხადია, გული გვწყდება, თუმცა, ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. ეს ტრანსფერი მოგვცემს საშუალებას, სხვა საჭირო მორაგბეები დავიმატოთ. ნინიაშვილს მომავალში წარმატებას ვუსურვებ, მანამდე კი გვინდა, რომ ლიონში დარჩენილი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს", - განაცხადა ლიონის პრეზიდენტმა.
ნინიაშვილი ლიონის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.