ფინალური მატჩის შესახებ, lagazzetta.ge-სთან საქართველოს ნაკრების მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა ისაუბრა:
“ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგვეგო ყველა მეტოქესთან. ჩემი აზრით, ეს მიზანი შესრულებულია. ასეთ თამაშებში და ესპანეთის ტიპის გუნდებთან შეცდომები უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მორიგი ტიტულის მოპოვება და ძალიან გვიხარია. ახლა დაველოდებით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატზე.”









