ტრეზეგეს თქმით, მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის, მით უფრო რომ საქართველოს ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი ჰყავს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე, მიხარია რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩემი ახლო მეგობარი, ვილი სანიოლია. ვფიქრობ, საქართველოს ექნება საშუალება აჩვენოს სიძლიერე, იმედი მაქვს, საქართველო მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, ნიჭიერი ფეხბურთელები გყავთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია. ის გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია, ნაპოლიში პირველი სეზონი განსაკუთრებული ჰქონდა, მეორე სეზონი, გარკვეული მიზეზების გამო, გუნდს ისეთივე შთამბეჭდავი არ გამოუვიდა. კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, ყველაფერი წინ აქვს, მას ბევრი ევროპული კლუბი აკვირდება.
წარმატებული კარიერა მქონდა, თუმცა იყო რთული პერიოდები, მე ყოველთვის წინ ვიყურებოდი. სუსტ მხარეებზე არ ვკონცენტრირდებოდი, ცხოვრება გრძელდება და უფრო ძლიერი უნდა იყო,”- განაცხადა ტრეზეგემ.
დავიდ ტრეზეგემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2000 წლეს კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ფინალში ე.წ. “ოქროს გოლი” სწორედ მან გაიტანა. 2006 წლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტრეზეგე სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, ყველაზე დიდი დრო, ათი წელი, ტურინის “იუვენტუსში” გაატარა, (2000-2010). ტრეზეგემ იუვენტუსთან ერთად ორჯერ მოიგო სერია A და ასევე ორჯერ მოიგო იტალიის სუპერ თასი.









