2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-14 დღეს, საქართველოს ღირსებას თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იცავს.
125 კგ. წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში, ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელი იური იძინსკი დამაჯერებლად, 11-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ოლიმპიადის 1/4 ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იქნება, რომელმაც პირველ ორთაბრძოლაში ყაზახ იუსუპ ბატირმურზაევს 4-1 მოუგო.