ჩიხში შესული მოლაპარაკებები და კვარას შემცვლელი — რა ხდება ნეაპოლში?

ქართველი შემტევის დამატებას ყველაზე აქტიურად პსჟ ცდილობდა და ნეაპოლურ კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა, ანტონიო კონტემ ტრანსფერი დაბლოკა.
უკვე რამდენიმე თვეა ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს და ნაპოლის ხელმძღვანელობას შორის ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს და ჩიხშია შესული.
ნაპოლისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ახალი კონტრაქტის პარალელურად, კლუბი კვარაცხელიას გეგმა B-ზეც მუშაობს.
"თუ კონტე ნერეშს მარცხენა ფლანგზე განიხილავს, ეს იქნება მკაცრის მესიჯი კვარაცხელიასთვის და მისი მომავლისთვის. იმ შემთხვევაში თუ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი შემტევის გაყიდვას განიხილავს და მის შემცვლელად სწორედ ნერეშს მოიაზრებს" — აღნიშნა იტალიელმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის 2022 წელს შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.







