სერია ა-ს კლუბებისთვის წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დასრულდა. მილანის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, მეოთხედფინალში გასვლა ვერცერთმა იტალიურმა გუნდმა ვერ მოახერხა. წარუმატებელი სეზონის ფონზე, ამ ოთხმა კლუბმა ფინანსურადაც ვერ ნახა დიდი მოგება.
რა თანხა გამოიმუშავეს იტალიურმა კლუბებმა 2023-24 სეზონში? Calcio e Finanza-ს მონაცემები:
- ნაპოლი: €69.39 მილიონი;
- ინტერი: €65.58 მილიონი;
- ლაციო: €60.78 მილიონი;
- მილანი: €48.03 მილიონი;
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მილანი ევროპა ლიგაზე ასპარეზობას ისევ აგრძელებს, შესაბამისად, "როსონერის" შეუძლია კიდევ გამოიმუშაოს დამატებითი მილიონები.