ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის კიდევ ორი მატჩი დასრულდა. მაყურებლებმა ლასკი-ლივერპულისა და ფეინოორდი-კომოს შორის დაპირისპირებები იხილეს.
ლივერპულმა შედარებით სუსტ მეტოქეს მარტივად სძლია და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.
გამორჩეული პერფორმანსი შემოგვთავაზა ბრედლი ბარკოლამ, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლასკი 3-6 ლივერპული
გოლები: 0-1 რონალდ არაუხო 22', 0-2 ბრედლი ბარკოლა 24', 0-3 ბრედლი ბარკოლა 37', 0-4 ჟერემი ფრიმპონგი 51', 1-4 რობერ ლიუბიჩიჩი 63', 1-5 ბრედლი ბარკოლა 66', 1-6 ლუის კუმასი 72', 2-6 ფლორიან ფლეკერი 74', 3-6 ფლორიან ფლეკერი 77'.
მეორე მატჩს როტერდამმა უმასპინძლა, სადაც ფეინოორდმა კომოს უმასპინძლა.
შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ფეინოორდმა მიმდინარე გათამაშებაში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ფეინოორდი 3-2 კომო
გოლები: 0-1 ასანე დიაიო 18', 1-1 გივაი ზეკიელი 20', 2-1 ანის ჰაჯ მუსა 52', 3-1 რობერტ სანჩესი (ს.კ.) 82', 3-2 ანასტასიოს დუვიკასი 90+3'.












