ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისი გადამწყვეტ ფლეი-ოფის მატჩებს დინამო მინსკის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრები 5 და 10 დეკმებერს გაიმართება და ორივე მატჩი დინამო არენაზე ჩატარდება, თუმცა პირველ მატჩში ნომინალური მასპინძელი დინამო მინსკი იქნება და მატჩი მაყურებლის გარეშე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დინამოელებმა ორი ეტაპი წარმატებით გადალახეს და ისტორიაში პირველად, ქართული გუნდი ახლაგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია.
თუ დინამო თბილისი ამ ეტაპსაც გადალახავს, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში მოხვდება და ასპარეზობას 1/16 ფინალიდან გააგრძელებს.








