საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში 2 მატჩის შედეგად, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთს მოუგო და ზედიდედ მეორედ ითმაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
სლოვაკეთში გამართული მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 5-3 დასრულდა. პირველი თამაში ჩვენმა გუნდმა თბილისში 4-1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 7-6 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის შესახებ საქართველოს ფუსტასილის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ისაუბრია:
"მადლობა ბიჭებს საოცარი ბრძოლისთვის, ჩანდა რომ ისინი ქართველები იყვნენ. მე აღვნიშნე, რომ თითოეული მილიმეტრზე თუ არ ვიბრძოლებდით, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოვიპოვებდით. გამოჩნდა რომ იყო, რა თქმა უნდა, შეცდომა, რაზეც ახლა არ ღირს ლაპარაკი. ჩვენ მთავარი მიზანი შევასრულეთ.
აუცილებლად მინდა გამოვყო ფეხბურთის ფედერაცია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ, მადლობა ფედერაციას. ბრახოვსკის სლოვაკეთის თამაში ძალიან შეცვალა, ბოლოს ჩვენი ჟინით მოვიგეთ, სადაც ყველაზე მთავარი თავდადება იყო.
მინდა მივულოცო ყველას, ფუტსალის გულშემატკივრებს და არ შემიძლია არ აღვნიშნო თბილისში მოგებული მატჩის დროს გულშემატკივართა გამორჩეული ქომაგობა, ამ გამარჯვებაში მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ახლა სწორი ანალიზი და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე გადართვაა საჭირო. მიხარია, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში ფუტსალი არსებობს, ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ რომ ქართველი ვარ."
ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირს ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ. წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








