როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის გასული ტური გაციების გამო გამოტოვა. უოტფორდი ეთამაშებოდა ვესტ ბრომვიჩ ალბიონს, ქართველი გამთამაშებელის გარეშე. რაც შეეხება ფეხბურთელის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის უკვე მწყობრშია და მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს. ასე ეხმაურებიან "ყვითლები" თავიანთი გუნდელის დაბრუნებას:
"ჩაკვეტაძემ და გრივზმა გაციება უკვე გადალახეს და შაბათს ისინი უოტფორდის განკარგულებაში იქნებიან", - აცხადებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი.
"ყვითლების" მეტოქე შინ პრესტონ ნორთ ენდი იქნება, მატჩი გაიმართება 6 აპრილს, ჩვენი დროით 18:00 საათზე. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი გამთამაშებელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.