პრემიერ ლიგის წინა ტურში, კრისტალ პალასთან დაპირისპირების დროს, ბუკაიო საკამ მძიმე ტრავმა მიიღო. არსენალის 23 წლის ვინგერმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში მიიღო, რის გამოც არსენალს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.
სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, ფეხბურთელს მძიმე ტრავმა დაუდგინდა, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს.
"საკას ტრავმა არ გამოიყურება კარგად. ის რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა", - მიკელ არტეტას კომენტარი.