ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონი ნაპოლის მთავარ მწვრთნელზე, ანტონიო კონტეზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"როცა ანტონიო კონტე გააკრიტიკეს და პრესამ ზეწოლა მოახდინა იმის გამო, რომ მან კვარას შემცვლელი არ დაიმატა, სახეზე ხელი ავიფარე და სიცილი დავიწყე, რადგან მან თქვა, რომ ხალხს უნდა დაეფასებინა ის ყველაფერი, რაც აქამდე კლუბმა გააკეთა და ის ამ ყველაფრით ტკბებოდა.
არ მჯეროდა, რომ კონტე ამას ამბობდა. მეეჭვება, კონტე რამით ტკბებოდეს, რადგან ის სირთულეების მოყვარულია, მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ტკივილებით ცხოვრობს.
ანტონიო კარგი სპეციალისტია, რომელსაც გამორჩეული ტაქტიკა აქვს. კონტეს ტაქტიკაში ყველა ფეხბურთელი თანაბრადაა ჩართული და მისი მოთხოვნები მაქსიმალურია", - განაცხადა ბუფონმა.