ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ტიტულზე: "გული მწყდებოდა ფანებზე და არა საკუთარ თავზე"

"ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება მოუშუშებელი ტკივილი ჩემთვის არასდროს ყოფილა. ეს იყო სტიმული, რომ ყოველ წელს რაღაც განსაკუთრებულისთვის მებრძოლა. ამ მხრივ მებრალება არა საკუთარი თავი, არამედ ზოგადად იუვე. ვგულისხმობ თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ქომაგებს, რომლებიც უკვე თითქმის 30 წელია, რაც ამ ტიტულის მოლოდინში არიან.
ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ფაქტი უკვე ბედნიერება იყო. ამ ტურნირის მოგება იქნებოდა უბრალოდ ერთგვარი შეჯამება, თუმცა ახლა უკვე სულ ერთია", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ეპოქალურმა კარის დარაჯმა. აქვე დავამატებთ, იუვეს ბოლო ტრიუმფი ლიგაზე 1996 წლით თარიღდება. თავის ლეგენდარულ პირველ ნომერთან ერთად, ტურინელებმა 2003, 2015 და 2017 წლების ფინალები წააგეს.







