ბრიტანულმა გამოცემა "Football 365-მა" გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარემ კონტრაქტი გააფორმა ლივერპულთან, მაგრამ იჯარით ის ჯერ კიდევ ვალენსიაში თამაშობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასაკის მიუხედავად, ქართველი გოლკიპერი "წითლებში" სათამაშოდ უკვე მზად არის.
"მამარდაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ამის მიუხედავად, ლივერპულისთვის ის უკვე მზად არის. ის მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა 30 წლის გოლკიპერივით დაღვინაბულია. გიორგი სრულიად სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯად. მისი გაფორმებით, "წითლებმა" წინდახედულება გამოიჩინეს.
ვალენსია ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ ქართველი მეკარე ამ გუნდის განკარგულებაში კიდევ ერთი სეზონით დარჩება", - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, ოსასუნასთან მატჩში "ღამურების" გოლკიპერმა პრიმერა დივიზიონში მე-100 თამაში ჩაატარა, რითაც ის ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარე-ცენტურიონი გახდა.