ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც მისი ნაკრები აწყდება.
მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები ასპარეზობას 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
"ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ - თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არ აქვთ, რაც შემდეგ ნაკრებისთვისაც პრობლემა ხდება.
მაგალითად ავიღოთ ესტევაო და ენდრიკი. მათ საკუთარი ქვეყანა 18-19 წლის ასაკში დატოვეს და ტოპ ევროპულ გუნდებში გადავიდნენ, სადაც არ თამაშობენ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ორს ავსტრალიის წინააღმდეგ ერთს კი ინდოეთის.











