2025 წლის რაგბის ზაფხულის ტესტებზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას ესტუმრება.
ბორჯღალოსნების და სპრინგბოქსის დაპირისპირება 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ნელსპრუიტში მდებარე მბომბელას სტადიონზე გაიმართება, რომელიც 42 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების გარდა, ბორჯღალოსნები ზაფხულში ირლანდიას შეერკინებიან — აღნიშნული მატჩი 5 ივლისს თბილისში ჩატარდება. ივლისის ტესტებზე საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე კი მოგვიანდებით დადასტურდება.
საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი სპრინგბოქსის გამარჯვებით დასრულდა