ბორდოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გარემარბი ცოტა ხნის წინ ჟირონდელებისგან გადავიდა სენტ-ეტიენში, 6 მილიონად. ფრანგ თავკაცს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ვინგერი პროგრესს გააგრძელებს, ის წარმატებული იქნება "მწვანეებშიც".
"ზურიკო შედეგიანობისა და მომენტების დაგვირგვინების მხრივ უნდა განვითარდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სტაბილური უნდა იყოს. ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს შორის დიდი სხვაობაა, ბურთის დაბრუნება უფრო რთულია და ამის გარდა, უფრო დიდი იმის საშიშროება, რომ მეტოქე დაგსჯის. აუცილებელია კონცენტრაცია.
დავითაშვილს განვითარებისთვის კიდევ სამი ან ოთხი წელი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ის გაძლიერდება, სენტ-ეტიენი მომავალში მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა "ლურჯების" ყოფილმა თავკაცმა.