ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში რამდენჯერმე ჩავიდა, რათა კლუბის ხელმძღვანელობასთან ხვიჩას მომავალზე ესაუბრა.
მიუხედავად რამდენიმე სარფიანი შემოთავაზებისა, კონტესა და დე ლაურენტისის სურვილით, კვარაცხელია ნაპოლიში დარჩა და ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც დაჰპირდნენ.
როგორც წესი, ეს კონტრაქტი სეზონის დაწყების წინ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო, თუმცა პროცესი გაიწელა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ჯუღელი ნეაპოლში კიდევ ერთხელ ჩავიდა, რათა საბოლოო დეტალები შეათანხმოს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს ამ თვის ბოლომდე გააფორმებს.
ჯუღელი დღეს ნაპოლისა და ბოლონიას მატჩს დაესწრება, ხელმძღვანელობას შეხვდება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ის გუნდთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, 3-ჯერ მეტი ანაღაურებით.