23 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელიც გულშემატკივარს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებით ახსოვს, ჩეხეთში მორიგ წარმატებულ მატჩს ატარებს.
ჩეხეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ხარატიშვილის პარდუბიცე შინ ტეპლიცეს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ხარატიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 4 სეივი გააკეთა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლო წამებზე მოგერიებული ბურთი იყო, რითიც თავისი გუნდი მარცხს გადაარჩინა.
24 ტურის შემდეგ, პარდუბიცეს 26 ქულა აქვს, მე-12 ადგილზეა და აქტიურად იბრძვის საუკეთესო 10 გუნდში მოსახვედრად.
𝗛𝗜𝗚𝗛𝙇𝙄𝙂𝙃𝙏𝙎 | Gól Patrase po návratu do základní sestavy, dvě červené a rozhodující zákrok Luky 🧤
— FK Pardubice (@FK_Pardubice) March 2, 2026
Sestřih z domácího utkání proti Teplicím najdete na klubovém YouTube kanále 📺https://t.co/O0BSDZ3pS0 🌐 pic.twitter.com/gGg9ceIi41












