სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა NBA-ის მორიგი შეხვედრა ლოს ანჯელესში, სადაც ერთმანეთს ლეიკერსი და ორლანდო მეჯიქი დაუპირისპირდნენ. Crypto.com არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა, საოცრად დაძაბული მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 118:119. ჯამალ მოსლის გუნდმა საოცარი ბოლო მეოთხედი შემოგვთავაზა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. გოგამ პარკეტზე 29:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 7 ქულა მოუტანა, 15 მოხსნა შეასრულა და 2 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი დღევანდელი მატჩიდან
პარკეტზე საუკეთესო ლეიკერსის მოთამაშე ენტონი დევისი იყო, რომელმაც 39 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ოლრანდო მეჯიქის ლეგიონერის, ფრანც ვაგნერის შესანიშნავი პერფორმანსი — გერმანელმა 37 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 11 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდება. მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან. ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00…
დადასტურებულად — მატეო გაბია 2026 წელს მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. იტალიელმა მცველმა მძიმე ტრავმა სასუოლოსთან მატჩში მიიღო, რის გამოც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის დაზიანება გამოავლინა, რომელიც მ…
ოფიციალურად: უკრაინის ნაკრები საქართველოს კოშიცეში (სლოვაკეთი) უმასპინძლებს. ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს. ერთა ლიგის, B2 ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა, კოშიცეს საფეხბურთო არენაზე (Košická futbalová aréna) გაიმართება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45…
საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კონსულტაციის შედეგად, აცხადებს უარს გაფრინდეს და მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარებით. ბოლო…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ…
ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, კილი გონსალესმა არ გამორიცხა ამერიკული გუნდის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ლეო მესის კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსს მისცემს. ეს არის ის იშვიათი საკლუბო ჯილდო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერის კოლექციაში…
კრიშტიანუ რონალდუმ CNN Portugal-თან ინტერვიუში კარიერაში 1000 გოლის გატანის მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. "ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი მაკლია 1000-მდე. ეს არ მომ…