ბილიარდის სახეობა პულში გოგოებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვებული თამარ ჯღარკავა გახდა.
ფინალური შეხვედრაში თამარმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, ნინი გოგლიძეს სძლია. საჩემპიონო დაპირისპირება დაძაბულად წარიმართა.
ბრინჯაოს პრიზიორები მარიამ მურადაშვილი და ანა კიზირია გახდნენ.
საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირის მხარდამჭერი იყო ასევე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, რომელმაც გამარჯვებული ფულადი პრიზით დააჯილდოვა.














