საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე პსჟს დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ამაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა.
გატანილი გოლის შემდეგ, კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და ემოციები გაგვიზიარა.
"საუკეთესო გრძნობაა, როცა გოლს ამ საოცარი გულშემატკივრების წინ, საოცარ სტადიონზე იტან. ბედნიერი ვარ.
ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ პირველი გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა და დღეს ეს მოხდა! აქ ყველა კარგად მექცევა და შრომას ვაგრძელებ", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შემდეგ მატჩს პსჟ 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.