უნგრეთში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტულმა წყვილმა საქართველოდან ჩემპიონობა იზეიმა.
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზე.
სპორტულმა წყვილმა საქართველოდან თავისუფალ პროგრამაში 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში კი 69,18. ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 191,01 ქულით კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უნგრეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

სპორტულ წყვილებში მეორე ადგილზე უკრაინელებ, სოფია ჰოლიშენკო და არტემ დარენსკი გავიდნენ, მესამე პოზიცია კი კანადემა მარია არიანო კენტმა და ჩარლი ლალიბერტ ლორენმა დაიკავეს.
შეგახსენებთ, ქართველმა მოკლე პროგრამაში 67,47 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.